მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
04-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ მიმართული აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, თვითმმართველობისა და სპეციალური მასწავლებლის - ნანა ჟორჟოლიანის ინიციატივით, სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი აუტიზმის მქონე პირთა შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203