დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავეს
04-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ. კერძოდ, 2024 წლის 29 მარტს თბილისში ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც დილითის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი კონკურსში ცეკვის მასწავლებლის - ვანო ბალახაშვილის ხელმძღვანელოებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს - მათ პირველი ადგილი დაიკავეს.

სასკოლო საზოგადოება მათ ამ წარმატებას ულოცავს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203