ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს
04-04-2024
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ტრადიციულად, სკოლაში, უსაყვარლეს პატარა სტუმრებს - N1 ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლეს. სასკოლო საზოგადოებამ სლოგანით - „წიგნი ჩვენი მეგობარი გახდება“, პატარებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო აქტივობა შეასრულა.
დღე ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო. სკოლაში ბაღს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს