„დემოკრატია იწყება ჩვენით“ - ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
04-04-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით, აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საგრანტო პროექტის - „დემოკრატია იწყება ჩვენით“ ფარგლებში, მოსწავლებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ღირებულების ცნება კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა გააცნობიერეს.

გარდა ამისა, მათ ჯგუფებში იმუშავეს და პერსონაჟების როლები მოირგეს. აქტივობების შემდეგ მოეწყო დისკუსია თემაზე - „რატომ არის ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვა მორალური ვალდებულება“. 

აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203