„საქართველო და დედა, ორნივ ერთია ჩემთვის“ - გურიფულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. იქ მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე აღინიშნა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გზავნილი - „საქართველო და დედა ორნივ ერთია ჩემთვის“ გააჟღერეს.
ლამაზ და მრავალფეროვან ღონისძიებაში მოსწავლეები პედაგოგ ეკა გერგაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ საყვარელ მშობლებსა და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს.
პატარებმა დედიკოების გახარება შეძლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. „გილოცავთ, გეხაროთ შვილების ბედნიერი და ნათელი მომავლით“,- სკოლაში ამ დღეს ყველა მშობელს ულოცავენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: