
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლაში პირველკლასელი ცოტნე ნანავას წარმატებას აღნიშნავენ. ცოტნემ ჭადრაკში, სამეგრელო ზემო - სვანეთის რეგიონის ჩემპიონატზე 8 წლამდე ჭაბუკთა შორის გაიმარჯვა.
მოსწავლე თასითა და წარმატების დამადასტურებელი დიპლომით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ ცოტნეს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში, სადაც მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობა წახალისებულია, პედაგოგები კი როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: