„ბავშვობა ძალადობის გარეშე“ - ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი საინტერესო პროექტს ახორციელებს 
04-04-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებითა თუ პროექტებითაა გაჯერებული.

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „დემოკრატები“ პროექტს - „ბავშვობა ძალადობის გარეშე“, ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში კი, შემდეგი აქტივობები ჩატარდა:

1. სასკოლო საზოგადოებაში კვლევა თემაზე - „რა არის ბულინგი"?
2. თემატური შეხვედრა მოსწავლეებთან, თემაზე - „ბულინგი“;
3. მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა ფსიქოლოგებთან;
4. მოსწავლეებმა ინტერნეტსივრცეში ბულინგის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა მოიძიეს და დისკუსია მოაწყვეს.

აქტივობებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარინე ჭელიძე ხელმძღვანელობდა.

აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203