„რეპროდუქციული ჯანმრთელობა და თანამედროვე გამოწვევები გარდატეხის პერიოდში“- ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ლექცია-სემინარი
04-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ღონისძიებასა თუ აქტივობას მოსწავლეები თავიანთი ინიციატივითაც მართავენ. ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია-სემინარი ჩაატარეს. მისი თემა იყო - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა და თანამედროვე გამოწვევები გარდატეხის პერიოდში“. მათი ხელმძღვანელი ნათია კეკენაძეა.

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს. 

ლექცია-სემინარი ყველასთვის საინტერესო იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203