„ჩვენი სკოლის ეზო“ - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით პროექტზე მუშაობა წარმატებით დასრულდა
04-04-2024

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტსა და აქციას დიდი მონდომებით აწყობენ.

მათ შორის იყო მოხალისე მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული კლუბის - „სიკეთე გადამდებია“ პროექტი „ჩვენი სკოლის ეზო“, რომელიც წარმატებით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ მოეწყო მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომელიც საქველმოქმედო სახის იყო. 

შემოწირული თანხით სკოლამ მცენარეთა ნერგები შეიძინა, რომლებიც მოსწავლეებმა დარგეს სკოლის ეზოში. მათ გარემოს გამწვანებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

კლუბის ხელმძღვანელები ნონა ზოიძე, ინგა გაბიტაძე და მარი დოლიძე გახლავთ. ისინი მადლობას უხდიან ყველას, ვინც ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში მონაწილეობდა.

მოსწავლეთა დევიზი გახლდათ - „ერთად ვაკეთოთ სიკეთე, რადგან სიკეთე გადამდებია“.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203