ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
05-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

1-ელ აპრილს, სკოლის პირველმა და მეორე კლასის მოსწავლეებმა ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

პატარებმა გააფერადეს ფრინველთა კონტურები, დახატეს თავიანთი საყვარელი ფრინველები, მშობელთა ჩართულობით დაამზადეს ჩიტების ლამაზი ბუდეები, საკენკის ჩასაყრელი კოლოფები, ნახეს ნახატი ფილმი - „ჩხიკვთა ქორწილი“, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

პედაგოგებმა მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბრები ჩაატარეს და აუხსნეს თუ რატომ უნდა დაიცვან ფრინველები, რატომ უნდა იზრუნონ მათზე.

პროექტის ხელმძღვანელები არიან - ბუნებისმეტყველების მასწავლებლები - ირა მატუა და მთვარისა ფიფია და სკოლის ეკოკლუბი - „ხემხვაიე“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203