ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კვლევები და შთამბეჭდავი პრეზენტაცია სწორი კვების მნიშვნელობაზე
04-04-2024

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი პროექტებითა და აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის სხვადასხვა კლასში, სწორ კვებასა და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, მთელი თვის განმავლობაში საინტერესო აქტივობები იმართებოდა.

მოსწავლეებმა აქტივობების ფარგლებში, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინტერესო კვლევები ჩაატარეს, მონაცემები ასახეს დიაგრამაზე.

მათ ასევე შექმნეს მოდელები, მოიძიეს ინფორმაციები მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ, რომლებიც შემდგომ პრეზენტაციების სახით წარადგინეს მიწვეულ სტუმრებთან - რესპუბლიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგ ზოია ჯუმუშაძესა და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის რეზიდენტ თაკო ცეცხლაძესთან.​

პროექტში მე-8, მე-8, მე-8, მე-8, მე-9, მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მადლობა მოსწავლეებს და სკოლის უერთგულეს მზრუნველ ექიმს - ხათუნა აბდალაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ხელმძღვანელები ბიოლოგიის მასწავლებლები: მარინა პაქსაძე და ციური ვადაჭკორია არიან. 

სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203