შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საგაზეთო სტატია დაწერეს
04-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიაში კომპლექსური დავალება შეასრულეს, მათ საგაზეთო სტატია დაწერეს, რომლის თემაც თბილისი იყო. მათ ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს - მდგრადი განვითარების ქალაქი და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი.

დავალებაზე მოსწავლეებმა მარიამ ოტიაშვილმა და გიორგი მაღრაძე იმუშავეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ თამარ დულარიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესო ნამუშევარი მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203