ქსნის საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურა
04-04-2024
ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „გეორგიანას“ წევრები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ. ისინი ამ თარიღისადმი მიძღვნილ კამპანიაში ჩაერთნენ და სასკოლო სივრცეში, ცნობიერების ამაღლების კუთხით, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს.
აქტივობაში სპეციალური პედაგოგი ნაზი მაისურაძე ჩაერთო, მან მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია გაეცნო. შედეგად, სასკოლო საზოგადოებამ საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავა. მათ ამ დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს.
აქტივობა ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს