ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ზეიმი „გზა დაგვილოცეთ“ ჩატარდა
29-05-2018
ლენტეხის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ზეიმი „გზა დაგვილოცეთ“ ჩატარდა.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურცენტრის წამომადგენლები, ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, მამა იაკობ კვირიკაშვილი, მშობლები, მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი მე-12 კლასის დამრიგებელი ეკატერინე ლიპარტელიანი იყო.
„ზეიმზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, მხიარული ნომრები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოწვეულმა სტუმრებმა მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.
ზეიმის დასასრულს მოსწავლეებს მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.