ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს 
04-04-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. იმართება არაერთი ღონისძიება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას და რაც მთავარია, მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. 

მათ, შორის ახოს N1 საჯარო სკოლაში აღინიშნა დედის დღე. გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს წარმტაცი ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ცინარიძემ.

„დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი“- ლაიტმოტივად გასდევდა ეს სიტყვები ღონისძებას, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.

ბავშვებმა დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სხვადასხვა ნომერი და მიწვეულ დედებს გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203