მარნეულის N6 სკოლის მოსწავლეები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ
04-04-2024
მარნეულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან განათლებას, ასევე მათი თვალსაწიერის გაფართოებასა და სხვადასხავა მნიშვნელოვან საკითხზე ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მე-10გ კლასის ინიციატივით, საინტერსესო აქტივობები გაიმართა.
მათ შორის, მოეწყო პრეზენტაცია, პოსტერების გამოფენა, მოსწავლეებმა სასკოლო თემში დაარიგეს ბროშურები და სიმბოლურად ჰაერში ჰელიუმის ლურჯი ბუშტები გაუშვეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებში მოწაფეები ინტერესით ჩაებნენ და ახალი ცოდნა და ინფორმაცია შეიძინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს