„ტყე შეუნახე შვილებსა“ - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა და სხვა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები
04-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ხემხვაიე“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა. „ხემხვაიეს“ ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით, არაერთი აქტივობა განხორციელდა. 

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პირველი და მეორე კლასის მოსწავლეთა შესრულებული ნახატების გამოფენა თემზე - „ტყე შეუნახე შვილებსა“.

მწვანე ფერის სიჭარბე, ხატულა ყვავილები და პეპლები, ტყის ულამაზესი ბინადრები - მოსწავლეთა ნამუშევრებში თვალწარმტაცი სანახავია. ბავშვებმა ბევრი იხალისეს, მოეწონათ ერთმანეთის ნახატები და ამ დღის მთავარი სათქმელი გაითავისეს - ტყე ლამაზია, მისი გაფრთხილება კი აუცილებელი, რადგან ის მრავალი არსების თავშესაფარი და სახლია.

აქტივობებს მასწავლებლები - ირა მატუა, მთვარისა ფიფია და ვალერიანე ფიფია ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით ანებივრებენ. 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203