
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სტუმრები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და პრეზენტაციის სახით უფროსკლასელებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ჯარში გაწვევის ვალდებულებებზე, ეროვნულ გმირებზე, მათ თავდადებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
„სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ, საკონტრაქტო და სარეზერვო სამსახურებზე, რამაც მოსწვლეთა შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია“,- გვიყვებიან სკოლაში.
შეხვედრის დასასრულს კი სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: