
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის საცხოვრისები: სვანური კოშკისა და იმერული ოდა-სახლის მაკეტები საკუთარი ხელით შექმნეს, შემდგომ კი ერთმანეთს შეადარეს.
მათ არქიტექტურული მაკეტების შექმნისას, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
აქტივობები საგანში - მე და საზოგადოება განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: