„კავკასიის ღირსშესანიშნაობები“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება
04-04-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ღია ცის ქვეშ თემაზე: „კავკასიის ღირსშესანიშნაობები“ მე-10 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და გეოგრაფიის მასწავლებლის - ვარდანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ბავშვები კავკასიის ისტორიულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ, მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. 

ღონისძიება ასევე დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით - ცეკვებითა და სიმღერებით, რომლებიც ბავშვებმა შესანიშნავად შეასრულეს. 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის შემეცნებითი, ინფორმაციული და ძალიან საინტერესო იყო.

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203