არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
04-04-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში ეროვნული თავდაცვის აკადემიამ საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

სკოლაში, მოსწავლეებს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ისაუბრეს პროექტის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართული ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება.

მოსწავლეები მათთვის საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

აქტიურმა მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს მიიღეს საჩუქრები.

სკოლაში სტუმრებს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203