ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
04-04-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან. 

მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი აქტივობა.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე ფერადი, ორიგინალური და ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე, მათ დედების, დების, ბებიებისა და სკოლის ყველა თანამშრომლის წინაშე წარადგინეს საგაზაფხულო სიმღერები, ცეკვები, ლექსები ინგლისურ და სომხურ ენებზე. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ინგლისურის მასწავლებელი სიუზანნა თაზაიანი.

„როგორც ჩანს, გაზაფხულმა მთელი თავისი ხიბლი არ დაიშურა და შეეცადა, მოსწავლეების გულწრფელი ღიმილისა და დარბაზის ფერადი გაფორმებების დახმარებით, ეს სილამაზე მაყურებლებამდე მიეტანა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203