ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
04-04-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი გაიმართა, თემაზე - „ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლა“. 

აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, მე-6, კლასებში გაიმართა, რომელსაც მასწავლებელი არუსიაკ მღდესიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ამომწურავად ისაუბრეს, მოიძიეს ინფორმაციები, განიხილეს ამ ნივთიერებების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

დღე საკმაოდ შემეცნებითი, ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203