მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ვიქტორინაში წარმატებით იასპარეზეს
04-04-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, მოსწავლეები 2 აპრილს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართულ, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და დამსახურებული მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მოსწავლეები წარმატებული მონაწილეობისთვის 200-ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერით დაჯილდოვდნენ. 

მშობლიური სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203