მახაშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ილია ცხვედიანმა ჭიდაობის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
04-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში მოტივირებული, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესით არიან დაინტერესებული. 

ერთ-ერთი მათგანი მე-5 კლასის მოსწავლე ილია ცხვედიანია. სასკოლო საზოგადოება ახლა სწორედ მისი მიღწევით ხარობს. მოსწავლე ზუგდიდში გამართულ ჭიდაობის ტურნირში მონაწილეობდა, სადაც შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინა და ღირსეულად იასპარეზა. შედეგად კი, პირველი ადგილი და საქართველოს ჩემპიონატზე ლიცენზია მოიპოვა.

სკოლაში ამ დიდ წარმატებას მის მწვრთნელსა და მთელ სასპორტო სკოლას ულოცავენ.

„გვჯერა, ილია კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებს. წარმატებებს ვუსურვებთ მას და ყველა მონაწილეს“,- სასკოლო საზოგადოება მეხუთეკლასელის მიღწევით ამაყობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203