„ისტორია, მუზეუმი, ექსპონატი“ - ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა თემაზე ერთთვიანი მუშაობა მუზეუმში შეაჯამეს
08-04-2024

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.  

ახლახან, სკოლის IV კლასის მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ფორმატში იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

მათ შეაჯამეს თემა - „ისტორია, მუზეუმი, ექსპონატი“ და ერთთვიანი მუშაობა, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზე საგნის - „მე და საზოგადოება“ - ფარგლებში გაიარეს.

აქტივობას პედაგოგი ეკა მაჩიტაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203