ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საცავებში „განძის მცველებთან“ ერთად
04-04-2024

ქუთაისის N12 მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ამიტომ, მრავალფეროვან, მათ შორის, გასვლით აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რომლებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

ახლახან, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამით გათვალისწინებული, ხელნაწერებთან დაკავშირებული მასალის შესწავლისა და გაღრმავების მიზნით, გასვლითი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც თანამშრომლებმა: ნინო კუხიანიძემ და ნინი მუშკუდიანმა უმასპინძლეს - მათ ბავშვებს მუზეუმში დაცული არტეფაქტების შესახებ უამბეს.

ეს გახლდათ ნამდვილი თავგადასავალი - მოგზაურობა წარსულში განძის მცველებთან ერთად, რომელმაც მოსწავლეებზე წარუშლელი კვალი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გასვლით ღონისძიებას პედაგოგები: მაია ჩეჩელაშვილი და ლელა ხარშილაძე ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც მოსწავლეებს კიდევ ერთი, დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203