გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ სემინარს დაესწრნენ
04-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა 28 მარტს ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში  გაიმართა. სკოლის ეკო და სამოქალაქო კლუბების ინიციატივით  ქალთა, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სასაუბროდ მოსწავლეები შეხვდნენ საია ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს - ზაალ გორგიძეს.

აქტივობის მიზანი იყო, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

„მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ზაალ გორგიძემ შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ქალთა და ბავშვთა ძალადობის, შემთხვევათა სტატისტიკის, გენდერული თანასწორობის, ქართული საკანონმდებლო ბაზის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. მათ განიხილეს მთელი რიგი ქეისები ბავშვთა და ქალთა დასაქმების, მათი დისკრიმინაციის შესახებ. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. მოსწავლეები თამამად სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ კომპეტენტურ პასუხებს ნაადრევი ქორწინების, ქუჩის ბავშვების დაცულობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

სკოლაში ქუთაისის ფილიალს თანამშრომლობისათვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203