იდლიანის საჯარო სკოლის კინოკლუბში საინტერესო ფილმის ჩვენება და რეჟისორთან შეხვედრა მოეწყო
04-04-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის კინოკლუბში - „ჲჷრჟი ლახვარი“ სხვადასხვა საინტერესო ფილმის ჩვენება ეწყობა.

ამჯერად, სკოლის კინოკლუბში ფილმის - „სამგორის გოგონები” ჩვენება-დისკუსია და მის რეჟისორ ანა მამაიაშვილთან შეხვედრა გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას ამ დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკუმენტური კინორეჟისურის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებიც დისკუსიაში ჩაერთნენ. 

ფილმის გმირები ნატო, მანანა და ივეტა ნავთლუღის ბაზრის დანგრევის შემდეგ იძულებული გახდნენ საღამოობით გარე ვაჭრობა დაეწყოთ. მიუხედავად მძიმე გარემო პირობებისა და ფიზიკური შრომისა ისინი ოპტიმიზმს არ კარგავენ. სწორედ მათი მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს ბავშვებმა და განიხილეს სხვადასხვა პრობლემური საკითხი.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მსჯელობისა და აზრის გამოხატვის უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203