გელათის საჯარო სკოლაში ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი პრეზენტაცია მოეწყო
04-04-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

სკოლაში, სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ ინიციატივით, გაიმართა პრეზენტაცია - თანატოლთა განათლების ტრენინგი, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში, როგორც აღნიშნავენ, ამ ვერაგი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, ნახეს ვიდეორგოლები ტუბერკულიოზის შესახებ და შეავსეს ცხრილი - „რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მსურს გავიგო“. სკოლაში, ასევე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

4 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც 1982 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და საფუძველი დაუდო დაავადების მკურნალობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203