ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ღია ცის ქვეშ, ნაწარმოებების კითხვით აღნიშნეს
03-04-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, მოიძიეს ის წიგნები რომლებიც ადრე ჰქონდათ წაკითხული და ღია ცის ქვეშ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

პედაგოგებმა: როზა ანთიამ და თამარ ჟვანიამ მოსწავლეებთან ერთად გაიხსენეს საყვარელი საბავშვო წიგნები და ბავშვებს ესაუბრნენ წიგნის კითხვის აუცილებლობაზე.

დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

ღონისძიების ბოლოს დაიგეგმა ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებების წაკითხვა, საყვარელი პერსონაჟის დახატვა და ვიქტორინა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203