შაშიანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების ამაგი ღონისძიებით აღინიშნა
03-04-2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში პედაგოგის ღვაწლი და შრომა დაფასებულია.

ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლაში, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დასამახსოვრებელი შეხვედრა მოუწყეს. დარბაზში შეკრებილ სხვადასხვა თაობის პედაგოგებსა და მიწვეულ სტუმრებს ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით მიეფერნენ მოსწავლეები, დაუფასეს ამაგი მშობლიური სკოლის მიმართ.

სკოლის დირექტორმა - თამარ თვალიაშვილმა ღონისძიების შემაჯამებელ ნაწილში ისაუბრა მასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე. მას ასევე მადლიერება გამოხატა იმ პედაგოგთა მიმართ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს.

„მან ასევე გაიხსენა მოწვეული ღვაწლმოსილი პედაგოგების მუშაობის პერიოდი და სამახსოვროდ მადლობის ფურცლები გადასცა ნიშნად დიდი სიყვარულის და პატივისცემისა“ , - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრას ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203