ლომანაურის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ფერადი ღონისძიებით აღინიშნა
03-04-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეების აღსანიშნ ღონისძიებაზე, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ასევე საყვარელი დედიკოები პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიების ბოლოს, მათ მასწავლებლებსა და დედებს ყვავილები გადასცეს, რითაც ძალიან გაახარეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203