მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
03-04-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.

მასწავლებლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს საბავშვო წიგნებიდან მოთხრობები, შემდგომ კი მათ შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ მოთხრობები და სურვილი გამოთქვეს წაეკითხათ სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებები. ეს დღე ძალიან სახალისო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნთან დაახლოებას, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203