ახალქალაქის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
03-04-2024
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების განვითარებაზე კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, სკოლის უფროსმა მასწავლებელმა ასია ბალასანიანმა მე-10ბ კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა იყო შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების უფლებების დაცვა.
გაკვეთილის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრებიც დაამზადეს და სხვადასხვა მაგალითი მოიყვანეს.