შრომის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა „მსოფლიოს ქვეყნების“ პროექტის ფარგლებში ბულგარეთი წარმოადგინეს
03-04-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შრომის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, მოსწვალეები დაეუფლონ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ და საინტერესო პროექტებში მონაწილეობით შეძლონ სრულფასოვანი ზოგადი განათლების მიღება.

ამის დასტურია, შრომის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომელსაც „მსოფლიოს ქვეყნები“ უწოდეს და სადაც ბავშვებმა ამჯერად ბულგარეთი წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობამ, რომელსაც კლასის დამრიგებელი, ნინო ჩხაიძე ხელმძღვანელობდა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შეასრულეს ბულგარული ცეკვა, სიმღერა და წარმოადგინეს ბულგარული კერძებიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203