„ჩემი მომავალი პროფესია და ჰობი“ - აქტივობა პირველი სვირის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში დამრიგებლის, ნინო კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში დირექციის წევრები და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს მისცენ განათლების მაღალი ხარისხი და ხელი შეუწყონ მათ განვითარებაში. დაეხმარონ და გამოავლინონ მათი უნარები და ინტერესები.
მეშვიდე კლასის ხელმძღვანელმა ნინო კაპანაძემ მოსწავლეებთან სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ჩაატარა აქტივობა თემაზე: „ჩემი მომავალი პროფესია და ჰობი; რომელიმე ცნობილი ადამიანის ჰობი“ - აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები;
თითოულმა მათგანმა ისაუბრა თუ რომელი პროფესია აინტერესებდათ, რას საქიმანობენ ტავისუფალ დროს და რა არის მათი ინტერესი, მოსწავლეებმა ასევე მოიძეს ისეთი ცნობილი ადამიანები, რომელთანაც საერთო ჰობი აკავშირებდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების ფორმირებასა და განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: