ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-04-2024
სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას - ეს კარგად იციან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის კვალიფიცურმა პედაგოგებმა, ამიტომაც ხშირად იმართება სხვადსხვა ტიპის აქტივობები, შემოქმედებითი საღამოები და თემატური ღონისძიებები.

პედაგოგთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მოსწავლეებისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარებაა, სწორედ ამ მიზნით აღინიშნა ვანზომლეთის საჯარო სკოლაში 2 აპრილს საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე, რომელიც მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეც არის. 

ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები გაეცნენ ანდერსენის ბიოგრაფიას, წაიკითხეს მისი ზღაპრები და უყურეს ანიმაციურ ფილმებს: „თოვლის დედოფალს“, „ნამცეცას“ და  „მახინჯი იხვის ჭუკს“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203