შორაპნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს მასშტაბური პროექტი მიუძღვნეს
03-04-2024

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეც, რომელიც ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, შორაპნის საჯარო სკოლაში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.

„2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს აღნიშნავენ და ამ დღესთან დაკავშირებით, შორაპნის საჯარო სკოლის II „ა“ და IV „ა“ კლასის მოსწავლეებმა, „წიგნიერების განვითარების“ პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი აქტივობა ჩაატარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად იყო ჩართული ყველა მოსწავლე და კლასის ხელმძღვანელები ლ. კელენჯერიძე და ლ. კირკიტაძე.

ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მათ შეარჩიეს ანდერსენის სასურველი ზღაპრები ბიბლიოთეკიდან. პროექტის დღეს მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად კითხულობდნენ ზღაპრებს, მოეწყო ფილმადქეული ზღაპრების ჩვენება, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში და როგორც სკოლაში აღნიშნავენ „მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას არა მხოლოდ კლასში, არამედ ზოგადად, სკოლაში... კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსწავლეებს - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203