წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შემეცნებით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის, მედალი და დიპლომი გადაეცათ
03-04-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. 

სწორედ ამ თავდადების, პროფესიისა და ბავშვების უსაზღვრო სიყვარული შედეგია, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან და მიღებული ცოდნას სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში ჩართვით იღრმავებენ.

აღსანიშნავია, რომ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ინტელექტუალურ კონკურსებში და ამის დასტურია „კინგსის“ ოლიმპიადაზე ორი მოსწავლის - ნიკოლოზ მეჭურჭლიშვილისა და თენგიზ ჩულაშვილის წარმატებაც.

კინგსის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს მედლით და დიპლომით დაჯილდოვდნენ წნორის N1 საჯარო სკოლის მე-3 „ა“ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მეჭურჭლიშვილი და მე-8-„ა“ კლასის მოსწავლე თენგიზ ჩულაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წნორის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ბავშვებს და თითოეულ მოსწავლეს წარმატებას უსურვებს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203