„საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გამოჩენილი ადამიანები“- საჩინოს თემის N1 სკოლის მოწაფეთა საინტერესო პროექტი და შემეცნებითი პრეზენტაციები
10-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნაირა მესხიასა და ისტ-ის მასწავლებლის - ჯაბა შელიას დახმარებით განახორციელეს პროექტი - „საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გამოჩენილი ადამიანები“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, დაახარისხეს მასალა, შეარჩიეს სურათები, თემატურად დაალაგეს და PowerPoint-ის პროგრამაში პრეზენტაციები ააწყვეს.

მოსწავლეთა პრეზენტაციები მეტად საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა. მოსწავლეებმა, როგორც საკითხის ცოდნა, ისე ტექნიკური შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლაში მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203