„ძველი მსოფლიოს ცივილიზაციების სათავეებთან“ - საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
08-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში  მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე აისახება. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ძველი მსოფლიოს ცივილიზაციები შეისწავლეს და საკითხის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. 

„ძველი მსოფლიოს ცივილიზაციების სათავეებთან“ - ამ საკითხით წარდგნენ მეცხრეკლასელები აუდიტორიის წინაშე.

მათ დამსწრეთ ვიზუალურად და შინაარსობრივად საინტერესო მასალა შესთავაზეს შუმერსა თუ ბაბილონზე, ძველ ეგვიპტესა თუ ჩინეთზე, ინდოეთსა თუ სპარსეთზე, ანტიკურ თუ ბიზანტიურ საბერძნეთზე.

აღსანიშნავია მათი აუდიტორიის წინაშე დგომის კულტურა, მანერა, კონტაქტი. ისტორიის მოყვარული მსმენელები აქტიურობდნენ და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიების ბოლოს, ჩვეულებისამებრ, აქტივობა შეაჯამეს სკოლის ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა. 

„მომავალი წარმატებები მეცხრეკლასელებს, დიდ კათედრებზე მეცნიერულ ნაშრომთა წარდგენა მისურვებია“,- ამბობს მოსწავლეთა პედაგოგი და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საინტერესო ღონისძიებას თუ აქტივობას ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203