„სიმართლის ძიებაში“- საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - იზა ლომაიასა და ისტორიის მასწავლებლის - ფიქრია კვირიკაძის ხელმძღვანელობით, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის - „ბედი ქართლისა“ მიხედვით, პროექტი - „სიმართლის ძიებაში“, განხორციელდა. მასში მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, საქართველო-რუსეთის ოთხსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია განიხილეს. მოეწყო ნაწარმოებისა და წყაროების ანალიზი, მოსწავლეებმა კომიქსები, პრეზენტაციები, ნაწარმოებიდან ციტატები წარადგინეს. გარდა ამისა, მშობლების, უფროსკლასელებისა და მასწავლებლების აქტიური ჩართულობით დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა - კახაბერ ფიფიამ და სასწავლო ნაწილის გამგე დალი ზარქუამ შეაჯამეს.
„პასუხგაცემული კითხვები და საღად მოაზროვნე ახალგაზრდები. მადლობა ყველას. გვიმრავლოს აქტიური, საინტერესო დღეები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: