„ერის ისტორია - ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე“ - საინტერესო ღონისძიება საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში
03-04-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „ერის ისტორია-ჩვენი სიმდიდრე და სიამაყეა“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ფორმატში დეტალურად წარმოადგინეს საქართველოს ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

წარმოდგენილი საკითხების ირგვლივ მსმენელებთან ერთად გაიმართა საინტერესო დისკუსია. მოსწავლეებმა იმსჯელეს და მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

ბოლოს სკოლის დირექტორმა - კახაბერ ფიფიამ შეაჯამა ღონისძიება. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისთვის.

„მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისთვის, კოლეგებს. მადლობა დირექციას ინიციატივისა და თანადგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203