
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები, ღონისძიებები იმართება.
მათ შორის იყო ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი. აღნიშნული გაკვეთილი, მე-8 კლასში, სკოლის ეთნიკური უმცირესობის - სომხური ენის მასწავლებელმა - ვარსიკ სიმონიანმა ჩაატარა.
მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრების, მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ საჭირო ცოდნა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი გაკვეთილები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: