
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებეში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის გოგონათა გუნდი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რაიონის (მარტვილის) ჩემპიონი და რეგიონში (ფოთში) მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.
სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზონალურად ფოთში ჩატარდა.
სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.