დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკაში, საბავშვო წიგნის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
03-04-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
2 აპრილს სოფელ დიდი დმანისის ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. მას დიდი დმანისის ბიბლიოთეკის გამგე ეთერ მინაშვილი ხელმძღვანელობდა და ჰანს ქრისტიან ანდერსენს ეძღვნებოდა.
ღონისძიებაში დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ეთერ მინაშვილმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის შესახებ ისაუბრა, ხოლო დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ბარბარე გავაკეთაშვილმა, ნია წილოსანმა, ქეთი გოგაშვილმა, ნინო გურამიშვილმა, ნიტა მუსხელიშვილმა, გეგა ქოჩორაძემ (გელას ძე), გეგა ქოჩორაძემ (მანუჩარის ძე), ლიკა ავალიშვილმა, ტასო ნინიაშვილმა, ნინო ოგნაძემ საბავშვო მწერლის ზღაპრები წაიკითხეს.
გარდა ამისა, ისაუბრეს, თუ რას გვასწავლის თითოეული მათგანი, რა მოეწონათ ყველაზე მეტად ნაწარმოებში და რატომ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფელ დიდი დმანისის საკრებულოს რწმუნებული - ბექა მარტიაშვილი, ამავე საკრებულოს მთავარი სპეციალისტი - თამაზ ოგნაძე, დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები - მაია მთვარაძე, იზა ნინიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის წარმომადგენელი - ლია ანრამიშვილი და სხვა დამსწრე საზოგადოება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს