ზერტის საჯარო სკოლაში, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობაში - „მოიწვიე ფინედუ კლასსში“, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ მარიამ ზაუტაშვილთან ერთად, ჩაერთენენ.
ამ პროგრამის ფარგლებში, 2 აპრილს სკოლაში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს უმსაპინძლეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაინტერესება გამოიჩინეს, მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და გარდა ამისა, სტუმრების დასმულ შეკითხვებს აქტიურად უპასუხეს.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ბროშურები - „მოგზაურობა ფულის სამყაროში“ და „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“.
სკოლაში „ფინედუს“ მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: