ტობანიერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გული და მისი აგებულება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მორიგი საინტერესო გაკვეთილი VIII კლასში გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა გული და მისი აგებულება აღწერეს. გარდა ამისა, გულის მუშაობის ციკლზე, სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და თავის არიდების გზებზე ისაუბრეს.
გაკვეთილს ბიოლოგიის პედაგოგი ირინა აბრამიძე უძღვებოდა. ის მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს სთავაზობს და მათ განვითარებაზე ზრუნავს.
სკოლაში მას და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: