„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს აქტიურ სასწავლო პროცესს“  - ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა ჭანკვეტაძე
03-04-2024

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგ მაკა ჭანკვეტაძეს თავისი პროფესია და ბავშვები გამორჩეულად უყვარს. ის შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისთვის მოსწავლეთა წარმატება ყველაზე დიდი მიღწევაა, რასაც ყოველთვის აღნიშნავს. იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლის მოტივაცია არ დაკარგონ, საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.

სკოლის პედაგოგი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვების უანგარო სიყვარული, პროფესიის სიყვარული და შრომისმოყვარეობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- აქტიურ სასწავლო პროცესს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თქვენ ამას შეძლებთ..!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ავირჩევდი ისევ მასწავლებლობას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ლამაზი, საყვარელი და მხიარული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი მოსწავლე ჭიათურის ეტალონის გამარჯვებული გახდა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კითხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203